“სამწუხაროდ გამოძიება გაიწელა, რადგან იმ დროისთვის როცა ხელისუფლებაში მოვედით, კვალი უკვე წაშლილი იყო”, _ განაცხადა მინისტრმა გადაცემა “დიდ პოლიტიკაში”.
მინისტრის თქმით, გამოძიებას აქვს გამოკვეთილი ვერსია, რომელიც ძალიან მძიმეა.
“გვაქვს გამოკვეთილი ვერსია ,მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს გეტყვით, მაქვს ოპერატიულ დონეზე ინფორმაცია, მაგრამ ძალიან მძიმე საქმეა.”
ამასთან მინისტრმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა დანაშაულში ოჯახის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.