ვიზიტის ფარგლებში შალვა ფიფიამ სამუშაო შეხვედრა გამართა უკრაინის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ვილკულსთან. ქართული დელეგაცია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოადგილეს ვალერი დავიდენკოს, ასევე მსხვილი უკრაინული აგრარული კომპანიების ხელმძღვანელებსაც შეხვდა. შეხვედრებზე საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალი და ამ სფეროში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბუბუტეიშვილი.