“ეს იყო საქმე, სამოქალაქო სარჩელები სახელფასო დავალიანებების შესაბამის კომპესაციებთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა 2013 წლის თებერვალში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას, ა.ი.პ. “გომის მთის” ერთ-ერთი და სპორტის ანალიტიკური და საინფორმაციო ცენტრის რამდენიმე უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლების შესაბამის კომპენსაციებს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გასცა.
დღეისთვის ოთხი სარჩელი იყო წარდგენილი და მისი დაკმაყოფილება მოვითხოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ პროცესზე დასწერბაზე უარი განაცხადა, სასამართლომ სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და გამგეობას დაავალა თითოეულ დაზარალებულზე სამი თვის ხელფასი ორი თვის კომპენსაციით გასცეს. ჯამში, დაახლოებით, 10 000 ლარამდეა. სასამართლომ დაავალდებულა გამეგობა, რომ ეს თანხა ამ პიროვნებებს გადაუხადოს,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ადვოკატმა გოჩა გორდელაძემ.
“თებერვლიდან იწყება პრობლემები, არ მოგვცეს სამი თვის ხელფასი, არც დენისა და ინტერნეტის. ხარჯის დეკლარაცია ვერ გადავეცი საგადასახოს და პრობლემა შემექმნა მე, როგორც ა.ი.პ.-ის ხელმძღვანელს და შესაბამისად სასამართლოს მივმართე, სადაც ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა,” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” ა(ა).ი.პ. სპორტის ანალიტიკური და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლადო სურგულაძემ.