მინისტერიალი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის იუსტიციის მინისტრისა და ევროკომისიის სამართლის გენერალური დირექტორატის ინიციატივით ტარდება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ლიტველი კოლეგისაგან მინისტერიალზე მიწვევა ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტისას მიიღო. უმაღლესი დონის შეხევდრას ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები დაესწრებიან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის მინისტრები მინისტერიალზე მოხსენებით წარსდგებიან. თეა წულუკიანი საკუთარ მოხსენებაში მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრებს.
მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად პირადი მონაცემების დაცვისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ სიახლეებსაც მიმოიხილავენ.
სამუშაო დღის ბოლოს სამართლის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სპეციალურ დეკლარაციას მიიღებენ.