ინფორმაცია მიაწოდა ერთი წლის მანძილზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების და პრიორიტეტების შესახებ.
“გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებაში დღეს მეორედ გამოვედი და ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. ჩემი პირველი გამოსვლა შარშან, ნოემბერში შედგა. დღეს საშუალება მომეცა ხელისუფლების მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ მეამბო დამსწრე საზოგადოებისთვის, რომელიც არის ძალიან კვალიფიციური, რაც გამოიხატა კიდეც მათ კითხვებში. არჩევნების წინ დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ. განვაცხადე, რომ საქართველოს მთავრობა ამ არჩევნებს ჩაატარებს იდეალურ დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ჩვენს პრიორიტეტებს, ასევე ვისაუბრეთ საქართველო–რუსეთის ურთიერთობების შესახებ”, _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ვიზიტის ფარგლებში დღეს მინისტრი შეხვედრებს გერმანიის საგარეო ფედერალურ მინისტრ გიდო ვესტერველესთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველ კრისტოფ ჰოისგენთან გამართავს.