შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების რწმუნებულები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.
კომისიის წევრებმა მოსახლეობას არსებული პრობლემების გადასაჭრელად მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნეს. შეშით და საწვავით უზრუნველყოფა, სასმელი და საირიგაციო წყლის პრობლემის მოგვარება, გაზიფიცირება, სამედიცინო ამბულატორიები და ინდივიდუალური გამრიცხველიანება – მთავრობა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ამ პრობლემებს უახლოეს პერიოდში მოაგვარებს.