გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გარემოს დაცვის, განათლების, სოციალურ და სხვა სფეროებში პროექტების განხორციელებაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) როლის შესახებ.
დავით ზალკალიანმა ნილს სკოტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, ნილს სკოტს მიეწოდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს, ნილს სკოტმა ქართულ მხარეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.