გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში პოლონელი ალპინისტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების თანამშრომლებმა სამაშველო-საძიებო ოპერაცია იმავე დღეს დაიწყეს.
ინტენსიურად მიმდინარეობდა მყინვარწვერისკენ მიმავალი ყველა ალპინისტური მარშრუტისა და საფეხმავლო ბილიკის საჰაერო დათვალიერება. პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი საძიებო ღონისძიებას სრული სამთო აღჭურვილობით ხმელეთიდანაც აწარმოებდა.
მაშველებმა ცხედარი ჯერ კიდევ 26 სექტემბერს ზღვის დონიდან 4300 მეტრზე, დევდორაკის მყინვარსა და მყინვარწვერის პლატოს შორის აღმოაჩინეს. თუმცა, მისი ჩამოსვენება ამინდის გაუარესების გამო შეფერხდა. საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო ავიაციაც.
ქართულმა მხარემ ცხედრის აღმოჩენის შესახებ ალპინისტის ოჯახის წევრებს აცნობა.