როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ბევრი პროექტი განსახორციელებლი აქვს და ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.
“ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტშია შემოსული, სამუშაო ვარიანტია. ფინანსთა სამინისტრო და ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს, ჯამურად 273 მილიონი ლარის ბიუჯეტს განვიხილავთ. მათ შორის დაწყებითი, მცირე და საშუალო ბიზნესის სააგენტოს და ექსპორტის მხარდაჭერის და განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტში შემოვა, შემცირების გარეშე საკმაოდ კარგი იქნება,” _ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი სოციალური საკითხებია, რის გამოც რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება უმცირდება. მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს. პარლამენტში ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვაზე, სამინისტროების წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროსგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს იმ მიზეზების ახსნა, თუ რის გამო შეუმცირეს დაფინასებება სამინისტროებს.