ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის გნცხადებით, დღეს დაცვის მხარე სასამართლო პროცესის გადასადებად შუამდგომლობას დააყენებს. როგორც ჩივიაშვილი აცხადებს, ბრალდების მხარემ მათ მოწმეთა სიები დროზე არ მიაწოდა, რის გამოც სასამართლო პროცესისთვის მზად არ არიან.
თუმცა, პროკურორი ნათია სონღულაშვილი აცხადებს, რომ საპროცესო კოდექსი ამ ვალდებულებას არ ითვალისწინებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გასულ დღეს იგი მთელი დღის განმავლობაში ურეკავდა ადვოკატ ჩივიაშვილს, უშედეგოდ. ადვოკატი მას მხოლოდ საღამოს დაუკავშირდა და სიებიც მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ პროცესს ვანო მერაბიშვილი არ ესწრება.
ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ 6 მოწმე დაიკითხება. დაკითხვები 2 ეპიზოდს შეეხება – ე.წ. კვარიათის ეპიზოდი და ამომრჩევლეთა წინასაარჩევნოდ მოსყიდვა.