საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ახალი მექანიზმები ადგილზე დაათვალიერა და ტესტირების პროცესსაც დაესწრო.
აღნიშნულ 19 კმ–იან მონაკვეთზე დღეისათვის ხელოვნური ნაგებობებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 23 ოქტომბრიდან ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყება.
ამ დროისათვის, სამშენებლო მონაკვეთის გადამკვეთ N1, N2 და N3 გზაგამტარებზე (რუისისა და ქარელის გზაგამტარები) რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. N1, N2 გზაგამტარზე მიმდინარეობს ბურჯების დგარებისა და რიგელების მოწყობის, ხოლო N3 გზაგამტარზე რიგელებისა და მისასვლელ გზებზე მიწის ყრილების მოწყობის სამუშაოები.
ასევე, აღნიშნულ მონაკვეთზე დასრულებულია წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის 2 მიწისქვეშა გასასვლელის მშენებლობა, სადაც ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.