როგორც თევდორაძე აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს დღეს წერილები კართან დახვდათ. დეპუტატი მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს საარჩევნო დარღვევად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
მისი თქმით, “მუქარის წერილების ტექსტში ადრესატებს ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ”.
“ამ ტექსტში შეფარვითაა დაფიქსირებული, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ყველაფერი გვესმის… ეს არის ერთგავრი მუქარა – თუკი თქვენ მხარს დაუჭერთ ჩვენთვის არასასურველ კანდიდატს ჩვენც შესაბამისად მოგექცევით. ამის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უკვე მივმართავთ,” _ განაცხადა თევოდრაძემ.
“გურია ნიუსი” აღნიშნული წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონო როხვაძე, პოლიტმატიმრები გაცნობებთ, რომ თქვენი სახელი ვიხილეთ „ნაცების“ მიერ შედგენილ “დასაყაჩაღებელ” პირთა სიაში. დღევანდელი ხელისუფლება კოაბიტაციაშია “ნაცებთან”. არ გაგიკვირდეთ, ბ. ახალაია და ვ. მერაბიშვილი ახლო მომავალში თვისუფალი რომ ვიხილოთ, სხვა დამნაშავეების დასასჯელად ოცნებაც კი ზედმეტია.
სამართლიანობის აღდგენის მიზნით გთხოვთ გავერთიანდეთ და მხარი დაუჭიროთ ნინო ბურჯანაძეს,” _ აღნიშნულია წერილში.