უმცირესობის დეპუტატებმა გიორგი ვაშაძემ და გია თევდორაძემ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვეს. ვაშაძის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტში ძირითადი პრობლემები გათვალისწინებული არ არის. მისივე თქმით, ქვეყანა უპრეცედენტოდ მაღალ პროცენტიან ვალს იღებს.
“2014 წლის ბიუჯეტი კატასტროფულია და აბსოლუტურად არარეალური პარამეტრებითაა გათვლილი. სამწუხროდ, პენსია არცერთი თეთრით არ გაიზრდება. თუმცა, ფინანსთა მინისტრს ვერაფრით ვათქმევინეთ, კონკრეტულად რას აპირებს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, სახელმწიფო მომავალ წელს გაცილებით დიდ და მაღალპროცენტიან ვალს იღებს და ამით სოციალური ვალდებულებების გასტუმრებას აპირებენ. ამაზეც ვერ მივიღეთ პირობა ფინანსთა მინისტრისგან, რომ ამას არ გააკეთებს. იმიტომ, რომ ეს ბოლოს შევარდნაძის დროს ხდებოდა და ამან მიგვიყვანა გაყინულ პენსიებამდე.
ყოველთვის ცდილობენ, რომ ყველა პრობლემა გასულ პერიოდს გადააბრალონ. ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობაში არიან და ქვეყანას მართავენ. რა მივიღეთ ერთ წელიწადში? გაზრდილი უმუშევრობა, 600 მილიონიანი გარღვევა წლის ბოლოს, შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, შემცირებული ექსპორტის ზრდის მაჩვენებლები. ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია,“ _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.