სრული, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული საქმეები ამოღებულია სამხედრო პოლიციის წარმოებიდან და გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ფაქტების პარალელურად შეისწავლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ კვების, მომსახურების შესყიდვების კანონიერებას და კონტრაქტორი კომპანიების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების იმ ფაქტებს, რამაც სავარაუდოდ შესაძლებელი გახადა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved