ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის სასწავლო რეგიონალურ ცენტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კლინიკა დევნილებს მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება. კოპიტნარის ორგანიზებულ ჩასახლებაში 1200-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს.