ამის შესახებ მან, 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
“მე ხმა მივეცი ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეროვნული უსაფრთხოების გამყარებას და შესაბამისად, ხმა მივეცი გიორგი მარგველაშვილს. მჯერა, რომ აქტივობა იქნება მაღალი და ყველა მივიღებთ მონაწილეობას იმ ისტორიულ ფაქტში, რომელსაც ჰქვია წინამორბედი პრეზიდენტის მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შეცვლა, რაც არ მომხდარა საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ”, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.