მარნეულის 41-ე უბანზე, კომისიის თავჯდომარე დამკვირვებლებს გადაღების უფლებას არ აძლევს!
საბურთალოს 73-ე უბანზე მარკირებას არ აკეთებენ!
ბათუმში მე-2 და მე-3 უბანზე არჩევნები ვერ დაიწყეს. ერთმანეთის სიები ჰქონდათ შეცდომით წაღებული.
საბურთალოს 49-ე საარჩევნო უბანზე ერთდროულად სამი წარმომადგენელია “ქართული ოცნებიდან”. საერთაშორისო გამჭვივალობის დამკვირვებელმა შეატყობინა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეს და მათ დაატოვებინეს უბანი.
ფოთში 30-ე უბანზე დამკვირვებლები ოცნების მაისურებით იყვნენ მოსული.
მარნეულის 49-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენების დასანიშნ სპეციალურ ბეჭედზე პირველი ნაკვეთურის გაკეთებისას დაიზიანა ხელი, რის გამოც მეორე ნაკვეთური აღარ გააკეთა. ნაკვეთური მხოლოდ ერთ ბეჭედს აქვს.
ჭიათურის მე-11 უბანზე, რეგისტრატორებმა არ ჩაატარეს მარკირების პროცედურა. რამდენიმე ამომრჩეველი მარკირების გარეშე იქნა დაშვებული
თერჯოლის მე-11 უბანზე კომისიის წევრმა საარჩევნო კაბინის გარეთ შემოხაზა ბიულეტენში ნომერი და ჩააგდო ყუთში, რაც ითვლება აგიტაციად და აკრძალულია.
ჭიათურის 32-ე უბანზე რამდენიმე ამომრჩეველს არ გაუვლია მარკირების სითხეზე შემოწმება.
საბურთალოს რაიონის, ნომერ 26-ე უბანზე დაფიქსირდა რამოდენიმე ფაქტი, როდესაც პირადობის მოწმობის იდენტიფიცირებას არ ახდენენ.