იგი უკვე ტოვებდა უბანს. ივანიშვილი თავისი სურვილით გაგვესაუბრა, დაინტერესდა რომელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ვიყავით.
“გურია ნიუსის” გაგონებაზე ადიკო ივანიშვილი აშკარად ხასითზე მოვიდა. ჩვენს შეკითხვაზე, როგორ აფასებს მიმდინარე არჩევნებს, მან გვიპასუხა: “ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ისე როგორც უნდა მიდიოდეს. პირველი ჩემი მეუღლე გამოცხადდა უბანზე, ის შარშანაც პირველი იყო და კარგი ფეხი აქვს. მე კი მესამე ვიყავი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ ხალხს უნდა. გპირდებით, რომ 85 პროცენტს დავდებთ. ამაში შრულიად დარწმუნებული ვარ. “გურია ნიუსი” ჩემი საყვარელი გაზეთია. თქვენ ყოველთვის ებრძვით უსამართლობას. წარმატებები მინდა გისურვოთ”, _ პრემიერ-მინისტრის ძმამ ამ სიტყვებით დატოვა საარჩევნო უბანი.