_ მე თქვენ გიცნობთ, ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, მე ქვედა ბახვში ვარ რწმუნებულის თანაშემწე, ქვედა ბახვი მაბარია. ისე, მე გამგებლის, კოტე შარაშენიძის ძმაკაცი ვარ.
_ბატონო გოჩა, აქ რას აკეთებთ?
_აქ ისე ვარ კაცო, ტყუილად.
_ისე ტყუილად როგორ?
_ ისე გოგო მარა, ისე კი არ მაქვს უფლება… რწმუნებულს არ აქვს უფლება, აქ რომ იყოს.
_მაშინ რატომ ხარ, სიტუაციებს აკონტროლებთ?
_რა ვქნა აბა… ისე, ახლა მოვედი… ყველაფერი რიგზეა ჯერჯერობით, არაფერი დარღვევა არაა.
_ისე რა ხდება თქვენს სოფელში?
_რავიცი ახლა, რა გითხრა, ყველა ადამიანის აზრს ხომ ვერ ჩაწვდები? ვნახოთ, საღამოს რა მოხდება, ისე დაძალება, ადრე რომ იყო მასეთი ნამდვილად არააა, უბრალოდ დაინტერესება და მორჩა. ვერ გეტყვი საბოლოოდ რა მოხდება, მაგი ხმები რომ დაითვლება, საღამოს გამოჩნდება, ზოგი დაგპირდება და მეორეს აკეთებს, ზოგი მეორეს აკეთებს და სხვას ამბობს, მაგი თქვენ უფრო იცით ჟურნალისტებმა…“ _ უთხრა თვალავაძემ „გურია ნიუსს“ და როცა ფოტოს გადაღება დავუპირეთ, მაშინ იგრძნო თავი უხერხულად.