უბნის არასათანადო მოწყობის ორი შემთხვევა – მარნეული #83, ნინოწმინდა #25.
წილის ყრის ჩატარების წესის დარღვევის 1 შემთხვევა ნინოწმინდის #4 უბანზე.
საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის დროულად არდაშვების 3 შემთხვევა ნინოწმინდის #25 უბანზე, ბოლნისის #3 უბანზე და ახალქალაქის #55 უბანზე.
კენჭისყრის პროცედურა უბნის მოუმზადებლობის გამო დაიწყო დაგვიანებით ორ უბანზე – ახალქალაქი #24 და მარნეული #25.
პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა მარნეულის #55 უბანზე: “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლის ინფორმაციით, წილის ყრის შედეგად ყუთის გადამტანი კომისიის მხოლოდ 1 წევრი გამოვლინდა, ორის ნაცვლად. დამკვირვებლის მითითებით, ხელახლა ჩატარდა წილის ყრა და სიტუაცია გამოსწორდა.
მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კენჭისყრის ფარულობა დაირღვა ერთ შემთხვევაში, კერძოდ,
#22 მარნეულის #5 საარჩევნო უბანში საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში ამომრჩევლის ბიულეტენთან ერთად, კონვერტში ჩადებული ჩააგდეს. – დაიწერა საჩივარი, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
#37ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე) დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული იყო ხელმოწერები ამომრჩეველთა გრაფის გასწვრივ.
#მარნეულის #4 უბანში საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე ჩააგდეს. ამ საკითხზე დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა, მაგრამ კომისიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დაფიქსირდა ბიულეტენის გაყალბების ერთი შემთხვევა:
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზერგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა ორი ფაქტი, როცა რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა უკვე შემოხაზული ბიულეტენი. ( შემოხაზული იყო 41 ნომერი). როგორც დამკვირვებელი ამბობს, არსებობს ამ ფაქტის ვიდეო ჩანაწერიც. ამის შემდეგ კი უბანზე ვიდეო გადაღების საშუალება აკრძალეს. ამ ფაქტზე დარეგისტრირებულია ორი საჩივარი. მათგან ვიდეო გადაღებაზე წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილებულია.
ორგანიზაციის დამკვირვებელთა მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმართ წარდგენილი 8 საჩივრიდან 4 დაკმაყოფილებულია;
ამ დროისათვის “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლების 2 საჩივარია წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიაში.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვეა, როდესაც, ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს ხმის მიცემა ენობრივი ბარიერის გამო.
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში ფართოდ არიან წარმოდგენილნი. მათგან 200-დან 136 კომისიის მდივანია ან თავმჯდომარე.