“პროგნოზირებადი იყო, რომ აქტივობა დაბალი იქნებოდა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ლიდერებისთვისა და ოპოზიციონერებისთვის ეს არის მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ საზოგადოება იმედგაცრუებულია. არ აქვს არჩევანი, არ ჰყავს ლიდერები, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.” – განმარტავს “გურია ნიუსთან” საუბრისას გამზარდია.
მისივე თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რადგან იმ პერიოდში საზოგდოება თავს საჭიროდ გრძნობდა.
“ოქტომბერში სხვა მაჩვენებელი იყო, რადგან საზოგადოება თავს ცოცხალ, რეალურ ძალად გრძნობდა. იყო პოლიტიკური ძალა, რომლშიც საზოგადოება ხედავდა, რომ მას იყენებდნენ არა რესურსად, არამედ პარტია აღასრულებდა ხალხის ნებას. დღეს თითქმის ყველა იმედგაცრუებულაი, რადგან ისინი საკუთარ თავს ხედავენ როგორც რესურს.
“სჯობს საზოგადოება იყოს დაჭიმული, ვიდრე მოდუნებულია”, _ განუცხადა გამზარდიამ “გურია ნიუსს”