“მსურს, ხაზი გავუსვა საქართველოს მოქალაქეთა შესაშურ მზაობას, გამოიყენონ ხმის უფლება ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში, რომლებსაც ესოდენ დიდი ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება. დღევანდელი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული კულტურის სიძლიერეს. ეს გახლავთ ნათელი შეხსენება, რომ ნებისმიერ დემოკრატიაში ინსტიტუტები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პიროვნებები.
ხელისუფლების სახელით მადლობას მოვახსენებ ყველა ამომრჩეველს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემისათვის წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და თავად არჩევნების დღეს. ასევე მსურს, მადლობა მოვახსენო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს უკანასკნელ თვეებში მოწოდებული ფასდაუდებელი რეკომენდაციებისათვის, ასევე არჩევნების პროცესის მონიტორინგის განხორციელებისათვის.
დღევანდელი არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან და ღია პოლიტიკურ გარემოში, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში საქართველოს მიმდინარე ინტეგრაციაში”, _ ნათქვამია განცხადებაში.