“ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პოლიტიკური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით საბოლოო შედეგი, ვფიქრობთ რომ ჯამური სურათი ნათელია, სწორედ ამიტომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვიქნებით ვაღიაროთ ის შედეგი, რაც დადასტურდება.
მე მინდა ქართველ ხალხს მივულოცო არჩევნების დღევანდელი შედეგი. მე ვულოცავ ქვეყანას მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. პროცენტები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არა არსებითად. ამიტომ, მე ვულოცავ ბატონ გიორგი მარგველაშვილს და ვუსურვებ, გაემართლებინოს ეს ნდობა. მე, როგორც ოპოზიციის ლიდერი, მზად ვიქნები გავაგრძელო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და ახალ პრეზიდენტთან.” _ განაცხადა დავით ბაქრაძემ