https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უბნებზე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენლის დასწრება საარჩევნო კოდექსის არასწორი ინტერპრეტაციაა

17:10; 27.10.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ზოგიერთი დარღვევა, რასაც არჩევნების შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა ისედაც არ შეეძლო მოეხდინა, საარჩევნო კომისიამ მათი მითითებისთანავე მყისიერად გამოასწორა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში აკვირდება. ეს რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო. ორგანიზაციის 75 დამკვირვებელი 27 ოქტომბერს, საერთო ჯამში, 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდა.

დღის ბოლოსთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა მნიშვნელოვან საარჩევნო დარღვევებზე შეადგინეს 11 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში გააკეთეს 32 შენიშვნა. საჩივრები, ძირითადად, დაიწერა უბნებზე ნაკლები ბიულეტენების არსებობის საკითხზე.

ძირითადი ტენდენციები

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციით, დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან შედარებით სამართლიან და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნებზე პრაქტიკულად აღარ ხდება ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა მიკროავტობუსებით და მათი კონტროლი პარტიების კოორდინატორთა მიერ, რასაც წინა არჩევნების დროს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში, ეს იწვევდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. მსგავს არაჯანსაღ აქტიურობას წინა წლებში ადგილი ჰქონდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ე. წ. კოორდონატორების მხრიდან, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ამომრჩევლებზე ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევდა. მისასალმებელია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ამგვარ მასობრივ მობილიზებას საარჩევნო უბნებზე არც ყოფილი და არც ახლანდელი მმართველი პარტია არ იყენებს.

მნიშვნელოვნად იკლო სპეცუბნების რაოდენობამ, რის შესახებაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა საზოგადოებას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია. სამხედრო მოსამსახურეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დიდ ნაწილს საშუალება მიეცა, ხმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცა სასურველი კანდიდატისთვის. წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში ტენდენციის სახე ჰქონდა ყაზარმული მდგომარეობის გამოცხადებას, რის გამოც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოკლებულნი იყვნენ საშუალებას, ხმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცათ. ხოლო სპეცუბნებზე, სადაც ისინი ხმას აძლევდნენ, არჩევნები მაშინდელი მმართველი პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 100%-იანი გამარჯვებით მთავრდებოდა.

საარჩევნო პროცესის ხარვეზად კვლავ რჩება უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობა, რასაც ასეთივე ტენდენციის სახე ჰქონდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიულეტენების მცირედი დანაკლისი არჩევნების პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან უბნებზე ამომრჩეველთა 100%-იან აქტიურობას არ ელოდებიან. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ არგუმენტს არ იზიარებს და ცესკოს მოუწოდებს, გამოასწოროს მსგავსი ხარვეზები საარჩევნო უბნებზე.

წინა არჩევნების მსგავსად საარჩევნო უბნებზე კვლავ ფიქსირდება საზოგადოებისთვის უცნობი დასახელების არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები გასაუბრებისას ვერ ასახელებენ თავიანთი ორგანიზაციის დაფუძნების წელს და ხელმძღვანელს. ასეთი ტიპის „დაკვირვებლები“, სავარაუდოდ, საარჩევნო სუბიექტების სატელიტ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რაც მართალია, კანონდარღვევა არ არის, მაგრამ ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესში სამართლიანობის პრინციპს.

მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთ ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს იმ ამომრჩეველთა ბიულეტენების გაბათილების დაკანონება, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადახაზა და ამით დააფიქსირა თავისი საპროტესტო პოზიცია ყველას მიმართ. ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბიულეტენები, არსებული საარჩევნო კანონმდებლობით, ხმის დათვლისას გაბათილდება, რაც სერიოზულად დააზარალებს ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების საერთო სტატისტიკას. ფაქტობრივად, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან წინა არჩევნებისას ამომრჩეველთა საპროტესტო ხმა ფიქსირდებოდა და შემაჯამებელ ოქმში იყო გრაფა, რითაც ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობაც ითვლებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს არც ამ არჩევნებზე დაურღვევია ტრადიცია და განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს კახეთსა და ქვემო ქართლში. არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა იმ სოფლებში, სადაც წინა არჩევნებზე ამომრჩევლებს, ფაქტობრივად, წართმეული ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ამავე დროს, ამ სოფლებში თვალშისაცემია ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობა. ერთეული შემთხვევის გარდა, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს, არ ხდებოდა საარჩევნო უბნებზე მიკროავტობუსებით მასობრივი მიყვანა, მით უფრო – ამა თუ იმ კანდიდატისათვის ხმის მიცემის იძულება.

ორგანიზაციის დამკვირვებლები ასევე მივლინებული არიან კონფლიქტის ზონის მიმდებარე რამდენიმე სოფელში, შიდა ქართლში. აქ ძირითადი პრობლემა შექმნა რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ დამყარებულმა რეჟიმმა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცათ დე ფაქტო საზღვრის გადმოკვეთისა და არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. დე ფაქტო საზღვრების ჩაკეტვის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა არჩევნების წინა დღეებშიც გაავრცელა ინფორმაცია.

დარღვევები და ხარვეზები

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები რამდენიმე საარჩევნო უბნიდან გვაწვდიან ინფორმაციას, რომ საარჩევნო სუბიექტებს უბნებზე ზოგჯერ ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ. ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის ორ-ორი წარმომადგენლის დასწრება საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციაა. ამ გზით ირღვევა კოდექსის მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ცესკო საპრეზიდენტო არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკით უდგება და არ ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტი არის არა პარტია ან საარჩევნო ბლოკი, არამედ პარტიის ან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი. ამდენად, არასწორია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა დამატებით დაშვება საარჩევნო კომისიაში.

მაგალითისთვის, ხელვაჩაურის 31-ე და 94-ე საარჩევნო უბნებზე პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ორი დამკვირვებელი იყო წარმოდგენილი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლმა კომისიის თავმჯდომარეს, რუსუდან თურმანიძეს ჰკითხა, თუ რატომ იყო უბანზე ერთი საარჩევნო სუბიექტის 2 დამკვირვებელი, რაზეც მიიღო პასუხი – გარეთ ცივა და აღარ გავუშვიო. 94-ე უბანზე კი ეს ხარვეზი თავმჯდომარემ მითითებისთანავე გამოასწორა.

მარნეულში სოფელ თამარისში, 21-ე საარჩევნო უბანზე მიკროავტობუსი დილიდან მოძრაობს და ამომრჩევლები უბანზე მოჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გვაწვდის: „ეს სამარშუტო ტაქსი რეისებს აკეთებს, მოვა, მოიყვანს ამომრჩევლების ერთ ნაკადს და ისევ უკან ბრუნდება. ჩენ მძღოლთან გასაუბრებაც ვცადეთ, მან გვითხრა, რომ ის მოხალისეა, ამომრჩელების მოყვანაში ფულს არავინ უხდის და არც რომელიმე პარტიას ემსახურება, უბრალოდ თავისი კეთილი ნებით გადაწყვიტა თანასოფლელებს დამხარებოდა უბნამდე მოსვლაში“. მისივე თქმით, სამარშუტო ტაქსთან „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი რამდენჯერმე მივიდა და ესაუბრებოდა სამარშუტო ტაქსიდან გადმოსულ ამომრჩევლებსა და მძღოლს. საინტერესოა, რომ ამ უბანზე ამომრჩევლების უჩვეულოდ დიდი აქტიურობა დაფიქსირდა, მარნეულის სხვა უბნებთან შედარებით. შუადღისთვის უბანზე 300-მდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, როცა სხვა უბნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო (დაახლოებით 100-ამდე ამომრჩეველი). ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა ვითარების გარკვევა კომისიის თავმჯდომარესთანაც სცადეს. მისი თქმით, მოსახლეობა უბანზე ე. წ. სვანეთის უბნიდან მოჰყავთ, რადგან ეს უბანი შორსაა საარჩევნო უბნიდან. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მისთვის ცნობილი არაა, ვინაა ამომრჩეველთა ტრანსპორტირების ორგანიზატორი.

მარნეულის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე 11-მა ამომრჩეველმა ისე მისცა ხმა, რომ რეგისტრატორების ბეჭედს სპეციალური ნაკვეთური არ ჰქონდა გაკეთებული. ხუთი რეგისტრატორიდან სამს ნაკვეთურის გაკეთება დაავიწყდა. კანონმდებლობის მიხედვით, ბეჭედს ნაკვეთური უბნის გახსნამდე, წილისყრის შემდეგ უკეთდება. ნაკვეთურის გაკეთება არის კიდევ ერთი დამატებითი რეგულაცია ხმების გაყალბების თავიდან ასაცილებლად. ადამიანის უფლებათა ცეტრის დამკვირვებელმა ამ დარღვევასთან დკავშირებით შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში გააკეთა. კომისიის თავმჯდომარემ კი პრობლემა აღმოფხვრა და ბეჭდებს ნაკვეთური გაუკეთა. თუმცა, იმ 11 ადამიანის ხმა, შესაძლოა ხმების დათვლის დროს გაბათილდეს. გაბათილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს.

ქარელის 33-ე ოლქის პირველ უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის თავმჯდომარემ მანანა წოწოლაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლება არ მისცა. კომისიის თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წევრია. დამკვირვებელი საჩივრის დაწერას იმ საკითხთან დაკავშირებით აპირებდა, რომ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარი ოთარაშვილმა მოგვაწოდა. „კომისიის წევრი უყვიროდა დამკვირვებელს და არ აძლევდა საჩივრის დაწერის უფლებას. შემდეგ მას ტელეფონზე დაურეკეს და როგორც ჩანს, ურჩიეს, რომ დამკვირვებლისთვის საჩივრის დაწერის უფლება მიეცა და ამ ჩარევის შემდეგ, დამკვირვებლემა საჩივარი დაწერა“, – ამბობს მარი ოთარაშვილი.

ზუგდიდის ოლქის 83-ე უბანზე სპეცსიაში არ იყო შეყვანილი კომისიის რამდენიმე წევრი. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სიაში კალმით გააკეთებდა მინაწერს და ასე ჩაწერდა კომისიის წევრებს. დამკვირვებლების პროტესტის მიუხედავად, თავმჯდომარემ სიაში კალმით მინაწერი მაინც გააკეთა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და ინფორმაცია ცესკოს მიაწოდა. ცესკო დაგვპირდა, რომ წარმომადგენლებს მიავლენს საარჩევნო უბანზე, შეადგენენ ოქმს და სიაში ხელით მიწერილ ადამიანებს ამოშლიან.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28 დეკემბერი, 2025

"ხობელები ხობში გამარჯვებას ვზეიმობთ"

ეგზიტპოლის შედეგები გურიაში: 74, 9% _ მარგველაშვილს, 15, 3% _ ბაქრაძეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო