“იმედის” დაკვეთით კი ეგზიტპოლი ACT-ჯგუფმა ჩაატარა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც საკონსულტაციო საქმიანობასაც ეწევა, 2002 წელს დაარსდა და დღემდე 1000-ზე მეტი პროექტი განახორციელა. “იმედის” ცნობით, ACT-ჯგუფი პროექტებს პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანაში ახორციელებდა და რამდენიმე ბიზნესასოციაციის წევრია. ACT-ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 120 უბანზე 18 ათასამდე პირის გამოკითხვას გეგმავდა, ცდომილებას კი 2-დან 4%-მდე ვარაუდობდა.