ამის შესახებ უმრავლესობაში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებებნ.
უმრავლესობის წევრ ზურაბ აბაშიძის თქმით, იმერლიშვილის უშიშროების საბჭოს მდივნობაზე განცხადებას გიორგი მარგველაშვილი გააკეთებს.
“პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, ირინე დარჩენილიყო და ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ თუ ის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის და პრეზიდენტთან ერთად გააგრძელებს მუშაობას ისეთ მნიშვნელოვან ორგანოში, როგორიც უშიშროების საბჭოა,“ _ განაცხადა აბაშიძემ.
ამ დროისთვის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს გიგა ბოკერია იკავებს.