მისი თქმით, ხვალიდან ამ საკითხის საკომიტეტო მოსმენა დაიწყება და დასკვნაც დაიდება. აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად 100 ხმაა საჭირო, თუმცა როგორც კობახიძე აღნიშნავს კოალიცია “ქართულ ოცნებას” ამ ეტაპზე 96 ხმა აქვს.
“ხვალ განიხილავს კომიტეტი პარლამენტის გადატანის საკითხს. კომიტეტის დასკვნა დაიდება. დღის წესრიგში შესაძლოა ხვალიდან ჩაისვას ეს საკითხი, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელ დღეს”, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.