მან განაცხადა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 1 ოქტომბრისთვის ბიუჯეტში ექვსი ცვლილება გახორციელდა. მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტი გაიზარდა 412,3 ათასი ლარით და შეადგინა 10412, 3 ათასი ლარი. გარდა ამისა, ბიუჯეტის ზრდა მოხდა ოთხჯერ და არსებული რეზერვები შემცირდა მხოლოდ ერთხელ _ 450,0 ათასი ლარით. ეს თანხა ძირითადად სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გაიხარჯა.
ალექსანდრე ბერიძემ ასევე ისაუბრა შემოსულობებზე, რომელმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 9 თვის ბიუჯეტის მიხედვით შეადგინა 10272,8 ათასი ლარი. რაც შეეხება გადასახდელ ხარჯებს, ოქტომბრის მდგომარეობით საკასო ხარჯებმა შეადგინა 10104,4 ათასი ლარი.
ოზურგეთის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ საკრებულოს სხდომის მონაწილეებს გააცნო მთავრობის მიერ კიდევ ერთი დახმარების შესახებ, _ სტიქიით დაზარალებულთათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს კიდევ 1 მლნ. 800 ათას ლარს მიიღებს. მანვე ისაუბრა სხვადასხვა შესარულებელ არაერთ სამუშაოზე, მათ შორის, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ შეასრულებს. როგორც მან თქვა, ოზურგეთიში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო ეს დაპირება და პრემიერ-მინისტრი სიტყვას ასრულებს. თეატრის რეკონსტრუქცია ევროსტანდარტების დონეზე მოხდება.