“მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა მინისტრთა კაბინეტის მიმართ, ჩვენ ერთადერთ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მიგვაჩნია. მან თავისი მუშაობით ყველას დაანახა ცვლილებები შსს სამინისტროში, მოახდინა პოლიციის დეპოლიტიზაცია. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილთან ავტორიტეტით და ხალხის კეთილგანწყობით ღარიბაშვილი ყველაზე ახლოსაა. ის საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა და შეძლებს ნაციონალების რევანშის მოგერიებას. არავისთვისაა უცხო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რევანშისთვის ემზადება და გეგმავს გარკვეული დროის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თუ საქართველოს არ ეყოლება ძლიერი პრემიერი, ამას ადვილად მოახერხებენ.
ცნობილია, რომ პრემიერის კანდიდატურაზე განიხილება სერგეენკოს კანდიდატურაც. მე პირადად დიდ პატივს ვცემ ბატონ სერგეენკოს და მართლაც კარგად უძღვება თავის საქმეს, მაგრამ მარგველაშვილი-სერგეენკოს ტანდემი ვერ შეძლებს ვერც ნაციონალების რევანშის მოგერიებას და ვერც ქვეყანაში სტაბილურობის შენაჩუნებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთი კანდიდატურად მიგვაჩნია პრემიერის პოსტზე, რომელიც შეძლებს სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის დაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.”
სანდრო ბრეგაძემ განცხადების დასასრულს იმედი გამოთქვა, რომ ხვალ, ახალი პრემიერის დასახელების დროს ბიძინა ივანიშვილის და “ეროვნულების” ხედვა დაემთხვევა.