ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი თქმით უმრავლესობა, არ ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნული ორი ცვლილება სესიაზე განსახილველად, ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში გავა. ცვლილებები ქვორუმსა და პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს ეხება.
“ჩვენ გადავწყვიტეთ არ ვიჩქაროთ. ალბათ, სწორი იქნება, 17-ში, როცა იქნება ინაუგურაცია, ამის შემდეგ მოვუბრუნდეთ ამ თემას და ვფიქრობ, ნოემბრის მეორე ნახევარში, ალბათ, დეკემბრის დასაწყისში მივუბრუნდეთ ამ თემას.
იყო ერთი ვარიანტი, რომ პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებული საკითხი განგვეხილა და ისევ ვენეციის კომისიის დასკვნასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ მეორე თემა (საკონსტიტუციო ცვლილებების კვორუმი) მერე განგვეხილა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ორივე საკითხი ერთად დავაყენოთ ინაუგურაციის შემდეგ.
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაჩქარევად განხილვას სჯობს უფრო დეტალურად გავიაროთ და ინაუგურაციის შემდეგ გავიტანოთ სხდომაზე,” _ განაცხადა დავით საგანელიძემ.
ინაგურაციის შემდეგ ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმათა 2/3-ის ნაცვლად, 3/4 დასჭირდება.