არასამთავრობო ორგანიზაციამ “მე დავბრუნები” ჭიათურის სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის საზღვარგარეთიდან კვების პროდუქტები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის საჭირო ინვენტარი (ეტლები, ე.წ. “ინვალიდის უნიტაზები”, ყავარჯნები) ჩამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ მედიაში გაშუქებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალს, საზოგადოების აქტიურობით მოგვარდა რამდენიმე პრობლემა, მათ შორის: ფილიალს უკვე აქვს საოფისე ტექნიკა, კომპიუტერი, სასწავლო-საგანმანათლებო ინვენტარი, სათამაშოები, მაცივარი.
ამჟამად ფილიალი 21 ბავშვს ემსახურება, მათ შორის ყველაზე უმცროსი 4 წლისაა.
საზოგადოების მხრიდან საჭიროებებზე გათვლილი აქციები ისევ გრძელდება. 2 ნოემბერს სმენადაქვეითებულთა მონაწილეობით ჩატარდება კონცერტი, რომელიც ჟესტიკულაციებით იქნება წარმოდგენილი.
ამასთან ერთად დაიწყება სოციალური აქცია, რომელიც ფილიალისთვის შენობის შესაძენად იქნება მიმართული (ამ ეტაპზე ფილიალი ქირით შეხიზნულია ერთ-ერთი ბაღის მცირე სექტორში).