აქციაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიიღეს.
7 ჰექტარის რაოდენობის ტერიტორია ქ. თბილისის მერიამ აფხაზეთის სატყეო სამმართველოს გამწვანების მიზნით 2012 წელს გადასცა. 5 წლის განმავლოვბაში ამ ტერიტორიაზე ტყე-პარკი “რიწა” გაშენდება, რის შემდეგაც ის სახელმწიფო ტყის ფონდს გადაეცემა. 2013 წლის გაზაფხულზე ჩატარდა გამწვანების პირველი ეტაპი, სადაც 1000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.
აქცია აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.
ნერგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უსასყიდლოდ ყვარლის სანერგე მეურნეობისა და სატყეო საბაზო მეურნეობისგან გადაეცა.