ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუქზე ვრცელი პოსტი განათავსა, სადაც ბაჩო ახალაიას ბრლადებებზე ისაუბრა და მისი შეწყალების სურვილი გამოთქვა.
“ვგმობ და ვემიჯნები ციხეში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში წამების, ცუდად მოპყრობის, უკანონობის ნებისმიერ ფაქტს – განაჩენი რომ რომელიმე მსგავს ფაქტზე დამდგარიყო, კატეგორიულად ვაცხადებ, არ გამოვიყენებდი შეწყალების უფლებას!მაგრამ ეს საქმეები პროკურატურამ წარადგინა და ისინი ბაჩო ახალიასთან მიმართებაში ყველას თვალწინ დაიშალა. ამგვარად, გამამართლებელ განაჩენებთან ერთად, საკითხიც მოიხსნა.რაც შეეხება ციხის ბუნტის საქმეს, რომელიც უკავშირდება კანონიერი ქურების ინსტიტუტის კანონიერ ჩარჩოებში აღმოფხვრის პოლიტიკას, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ეს იყო ჩემი, როგორც საზოგადოებისგან შესაბამისი მანდატის მქონდე თანამდებობის პირის და ასევე ჩემი მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება! დღესაც ღრმად მწამს, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელზეც სრულ პასუხისმგელობას ვიღებ!” _ აცხადებს პრეზიდენტი.
“ვიმეორებ, წინა ორ საქმეზე, დასაბუთებული განაჩენის შემთხვევაში, არ და ვერ დავიცავდი, შესაბამისად, არც შევიწყალებდი მას. ხოლო რაც შეეხება კანონიერი ქურდების ჩვენებების საფუძველზე, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ გამოტანილ განაჩენს, აქ საქმე არა იმდენად ბაჩო ახალაიას პიროვნებაშია, არამედ ისტორიის, სიმართლის და სამართლიანობის წინაშე, ჩემი ვალია, ხელი მოვაწერო შეწყალების აქტს ამ სამარცხვინო საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგომის შემდეგ; მოვაწერო არა იმიტომ, რომ საქმე შეეხება ბაჩო ახალაიას (მით უმეტეს, რომ ამ შეწყალებით, პროკურატურის მანიპულაციების შედეგად, იგი ახლა ვერ გათავისუფლდება), არამედ იმიტომ, რომ არ დავუშვათ პრეცედენტი – „კანონიერმა ქურდმა“ გაასამართლოს და ციხეში ჩასვას მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ვეღარასდროს ვერ უნდა გაბატონდნენ იმ ეზოებსა და სკოლებში, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან, როგორც ეს იყო ჩემი ბავშვობის და უფრო გვიან პერიოდში,” _ განაცხადა პრეზიდენტმა.





































































