პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ იყო, როცა პოლიტიკაში მოსვლისას პირველი “რესპუბლიკელები” შეარჩია. ივანიშვილის შეფასებით, “რესპუბლიკური პარტია” მისთვის საქართველოში სამაგალითო პარტიაა.
მისივე თქმით, 35 წელი, რაც “რესპუბლიკელები” საქართველოში არსებობენ, ზოგადად ისტორიისათვის დიდი დრო არ არის, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ძალიან დიდი დროა.
“თქვენ შეიტანეთ ძალიან დიდი წვლილი ბოლო დროის გარდაქმნებსა და მიღწევებში, რაც ჩვენ ერთად შევძელით. არ არსებობს თქვენზე უფრო თანმიმდევრული პარტია საქართველოში და ეს ჩემთვის სამაგალითოა,” _ მიმართა “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილმა.
აქვე მან იმედი გამოთქვა, რომ “რესპუბლიკური პარტია” სამომავლოდაც ბევრ პოლიტიკურ ვარსკვლავს აღუზრდის ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.


































































