_ როდის შეუდგებიან რესურსცენტრების ახლადდანიშნული უფროსები მუშაობას?
_ კონკურსში გამარჯვებული რესურცენტრის ხელმძღვანელები მუშაობას რესურცენტრში მინისტრის მიერ გაგზავნილი ბრძანებისთანავე დაიწყებენ.
_ რა უფლება-მოვალეობით ისარგებლებენ ისინი, ხომ არ გაეზარდათ უფლება-მოვალეობა?
_ რესურცენტრებს გარდა იმ მოვალეობებისა, რაც მათ ქონდათ, დაემატათ შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე იურიდიული კონსულტაციის ფუნქცია. შესაბამისად რესურცენტრების ხელმძღვანელების საქმიანობის სფეროც გაიზარდა.
_ ჭიანურდებოდა თუ არა ხელოვნურად დანიშვნები?
_ საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელებისთვის კონკურსი კანონის სრული დაცვით, ღიად ჩატარდა. კონკურსის შედეგები განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ამ ეტაპზე სასელექციო პროცესი დასრულებულია და მას შემდეგ რაც შერჩეული კანდიდატები საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენენ, შესაბამისობის დადგენის შემდეგ დანარჩენი გამარჯვებული კანდიდატებიც დაიწყებენ მუშაობას.
_ ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი პირველ ტურშიც მონაწილეობდა და ის მეორე ტურში შეირჩა. რა მოხდა, გასაუბრება წყვეტს ყველაფერს?
_ ტესტირებაში მაღალი შეფასება ეს არის კონკრეტულ კომპეტენციაში მოპოვებული ქულა. ტესტირება და გასაუბრება კონკურსის სხვადასხვა ეტაპია, რომლებზეც კონკურსანტის სრულიად სხვადასხვა კომპეტენციები ფასდება. როგორც აღვნიშნეთ, კომისიის წევრთა მიერ, პირველად გამოცხადებულ კონკურსზე კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდა. მომდევნო ეტაპზე, კომისიამ შესაბამის კანდიდატურად ლელა იმედაშვილი მიიჩნია.