“ჩვენ სიხარულით მივიღეთ ჩვენი კოლეგების მილოცვები. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ვილნიუსის სამიტზე, მაგრამ არა მხოლოდ, ვისაუბრეთ სამიტის შემდგომ პერიოდზე. მინდა გაგახსენოთ, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ საქართველოშიც იწყება უაღრესად სერიოზული ერთლწიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას ექნება ძალიან ბევრი სამუშაო გასატარებელი იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტის მიღწევა და ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება რეალურად შედგეს და 2014 წლის სექტემბერში ჩვენ ამ ხელშეკრულებას უკვე ხელი მოვაწეროთ”, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, უცხოელ დიპლომატებთან ასევე ისაუბრა იმის თაობაზეც თუ რა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომიკური პროექტების გაღრმავება საქართველოში.
“ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციის რეალური გარანტი არის ეკონომიკის ზრდა და ბუნებრივია ამ ნაწილში ჩვენ უაღრესად აქტიურად დავიწყებთ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან”, _ აღნიშნა მარგველაშვილმა.