აქციის მონაწილეთა განცხადებით, კახეთსა და თბილისში მასობრივი გამოსახლებები დაიწყო.
“ვიცით, რომ ინაუგურაციის შემდეგ გაიტანენ ამ საკითხს. პარლამენტართა 60 პროცენტი გამოსახლებების შეჩერებას ემხრობა, მაგრამ მთავრობის გარეშე ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. მანამდე კი სიტყვიერად მაინც შეაჩერონ პროცესი, რომ გამოსახლებები არ მოხდეს. ახლა კოაბიტაცია არ არის. მიდის ის მთავრობა, რომელმაც ხალხი გაწირა. იმედი გვაქვს ხელისუფლების, მაგრამ თუ არაფერი იქნა, ხალხს დიდი ძალა აქვს. ამოვიღებთ ხმას,” _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დარეჯან სულაქველიძემ.
შეგახსენებთ რომ “აღსრულების შესახებ კანონპროექტი” პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე განიხილა. თუმცა, კანონპროექტი ამ დროისთვის ბიზნეს სექტორთან შეუთანხმებლობის გამო შეჩერებულია. აღნიშნულ ცლილებებს მთავრობაც არ ემხრობა. კანონპროექტის თანახმად გამოსახლებები 6 თვით უნდა შეჩერებულიყო.