ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. დავით უსუფაშვილმა აღნიშნული საკითხი ბიუროს წევრებთან შეთანხმებით გადაწყვიტა.
“საპროცედურო საკითხთა კომიტეტის” თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამნეტი ამის საშუალებას იძლევა, რომ დეპუტატმა 3 თვიანი შვებულებით ისარგებლოს.
აღნიშნულ შემთხვევაში მას არასაპატიო გაცდენის გამო, ხელფასი არ დაექვითება.
მარიამ საჯაია ამ დრომდე გაცდენის ოფიციალურ მიზეზად, ოჯახურ მდგომარეობას ასახელებდა.
თუმცა, მისი ამერიკაში სწავლის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია საზოგადოებისთვის.