პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, სააკაშვილს ეს ჯერ არ გადაუწყვეტია:
_ როგორც მან განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მე ადრეც განვაცხადე და ახლაც შემიძლია იგივე ვთქვა _ მისი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დიდწილად იქნება დაფუძნებული თუ რამდენად დაინახვს ის და დაინახავს საზოგადოება, რომ ჩვენ კი არ ვანგრევთ, არამედ, ვაგრძელებთ შენებას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, _ განაცხადა ბარნოვმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” საუბრისას.
ბარნოვის ამ განცხადებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი, რამაზ ახვლედიანი, რომლის თქმით, ის ინაუგურაციაზე მიწვეულია და გაუხარდება თუ იქ სააკაშვილიც მივა.
ბარნოვის შეკითხვაზე როდის მიიღო მიწვევა, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ოფიციალურად ჯერ არავის მიუწვევია:
_ ჯერ ოფიციალური მიწვევა არ მიმიღია, თუმცა, ვიცი, რომ ერთ-ერთი ვიქნები იქ, _ აღნიშნა ახვლედიანმა.
ანდრო ბარნოვის განცხადებით, სააკაშვილს ინაუგურაციის ცერემონიალზე მიწვევა ჯერ არ მიუღია.