სააგენტოს ხელმძღვანელი ადგილობრივი ხელისუფლებისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე, გლეხებსა და ფერმერებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკასა და ამ მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრიორიტიტულობაზეესაუბრა. გიორგი მიშელაძემ კოოპერატივების შექმნის ტექნიკურ საკითხებზე და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ შეაღავათებზეც გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ანალოგიურ შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავენ.
საქართველოს კანონი “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიღო. კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამრთლის იურიდიული პირი – “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო”, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.