მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და “პრივატბანკის” პრეზიდენტმა იური კანდაუროვმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მემორანდუმის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და “პრივატბანკის” წარმომადგენლები დაესწრნენ.