“მართლაც, რომ ქართული ხალხური სიმღერის ზეიმია ოზურგეთში. ყველას გილოცავთ.
ორი რამით განსხვავდებით საქართველოს სხვა დანარჩენი ქალაქებისგან: პირველი, ეს არის ჭკუა და მეორე ქართული გურული სიმღერებით, რომელსაც ბატონო ტრისტანი და ბატონი გური, შემოქმედებითი კოლექტივები, რომლებიც ამშვენებს გურიას ჩემის აზრით, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი და ყოველდღიურად მათი სიმღერით საქართველოს ვაძლევთ სიგნალს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი უძლიერესი მხარე.
საღამოზე გაიჟღერა იდეამ, რომ ოზურგეთი უნდა გახდეს ფოლკლორის ქალაქი (წინა ხელისუფლების დროსაც ხშირად მოგვისმენია ეს ფრაზა. ავტ). ეს არის მისასალმებელი და გურია დიდი ხანია არსებობს ფოლკლორის ცენტრად, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ასეთი შემართება მისასალმებელია და ალბათ, თითოეული თქვენგანი დღეს გრძნობთ, რომ არის სხვა გარემო, სხვა პოლიტიკური სივრცე. ამ ინიციატივას, რომელიც უკვე დაწყებულია, ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ.
ჩვენ პირველი, რაც გავაკეთეთ ფონდი “ქართული გალობის” სახელით გვქონდა აჭარის ხელისუფლებასთან და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ დიმიტრისთან შეხვედრა. ჩვენი იდეა არის, რომ როგორმე მოვახდინოთ ამ ორი რეგიონის მჭიდრო დაახლოება. როდესაც აჭარაში ჩავლნენ ტურისტები ისინი ასევე დავაინტერესოთ ოზურგეთით – თავისი შესაძლებლობებით, კულტურით, ფოლკლორიით და ჩვენი ტრადიციებით. ჩვენ უკვე მივიღეთ მათგან პირობა, რომ ამ პროექტზე დავიწყო მუშაობა. ამისთვის კი ნამდვილად დიდი სამუშაოები არის ჩასატარებელი. ასევე იგეგმება ღვინის ფესტივალის ჩატარება, რომელსაც მეუფე დიმიტრი უდგას სათავეში,” _ განაცხადა ჩხარტიშვილმა.
საღამოს დასრულების შემდეგ “გურია ნიუსის” კითხვაზე აპირებს თუ არა ამ განცხადების შემდეგ ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა: _ არა, არა. ნამდვილად არ ვბრუნდები პოლიტიკაში. ქართულ გალობაში კი, მაგრამ პოლიტიკაში არა.