მისი თქმით, მთავრია ადამიანური პირობების შექმნა. სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები 4 ნაწილად დაიყოფა
“ფაქტიურად გრძელდება ის კურსი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეოდბა. აქ ორი მიმართულება არის უმთავრესი. ადამიანური პირობების შექმნა და წესრიგი, რომელიც არ იქნება დამყარებული ძალადობაზე, ადამიანის ცემაზე და გაუპატიურებაზე. პირველი ეტაპი რეფორმების უკვე დასრულებულია და მეორე ეტაპისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ოთხ ტიპად დაყოფა, სადაც მსჯავრდებულები მათი ქცევის მიხედვით განთავსდებიან”, _ განაცახდა სოზარ სუბარმა.