თავად ანჩაბიძე ჯერ კიდევ იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში რჩება. თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ ამ დღეებში მოხდება ავადმყოფის კლინიკიდან გაწერა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გოგა ანჩაბაძე პოლიციის რიგებიდან უახლოეს მომავალში გაირიცხება. რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას, პროკურატურა იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
გოგა ანჩაბიძეს ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის კონსტანტინე გულორდავამ მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის გამოც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად ამ უკანასკნელს 2000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.