კერძოდ, კითხვები შეეხებოდა თუ როდის გაიზრდება პენსია 230 ლარამდე, როგორც ეს წინასაარჩევნო დაპირებაში იყო აღნიშნული და როგორი იყო ფინანსთა სამინისტროს ერთწლიანი მუშაობა.
უმცირესობის დეპუტატის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას იმედი ჰქონდა რომ ეკონომიკური პროფილის გუნდი ქვეყანაში შეიცვლეობოდა, რადგან მათი მუშაობის პერიოდში ბიუჯეტში გარღვევა დაფიქსირდა და ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. მისივე თქმით, დაპირება 230 ლარიან პენსიაზე დაპირებადვე დარჩა და ხელისუფლება არ აპირებს მის გარზდას.
“პირდაპირ ვთქვათ, მე მართლა ველოდი, რომ ეკონომიკურ ბლოკში იქნებოდა ცვლილებები იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტი დღეს გარღვეულია. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა უკან მიდის უმუშევრობა გაიზარდა. მაღალ პროცენტიან შიდა ვალს ვიღებთ. მომავალ წელს უპრეცედენტოდ მაღალი ვალი გვექნება. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მართლა ვფქრობდი, რომ ეკონომკურ ბლოკში ცვლილებეი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ცვლილებები არ არის და სამწუხაროდ პასუხებიც იგივეა. დღეს გავიგეთ რომ 230 ლარიანი პენსია შეიძლება არასოდეს არ იყოს. აი ეს იყო პასუხი. მომავალ წელს პენსია ნამდვილად არ გაიზრდება”, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
იგივე მოსაზრებები აქვს უმცირესობის დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილს. მისი შეკლითხვები კი იმაში მდგომარეობდა თუ რა დაუტოვა ხადურმა ხადურს? მისი აზრით ეს 650 ლარიანი საგადასახადო გარღვევაა და ამ კუთხით სიტუაცია გაუარესდა.
“ვფიქრობ, რომ ნაკლებად იქნება პოზიტივი ამ მიმართულებით გამომდინარე შეკითხვებიდან მე გამოვყოფდი იმას რომ რა დაუტოვა ხადურმა ხადრურს?
ჩემი აზრით დაუტოვა დაახლოებოით 650 მილიონიანი საგადასახადო გარღვევა. ვნახოთ ახალი ხადური როგორ იმუშავებს და ამოქაჩავს თუარა ამ თანხებს”, _ განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა .
უმცირესობის დეპოუტატებს პასუხი გასცა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, დაპირება პენსიის გაზრდაზე იყო, თუმცა კონკრეტული ციფრი 230 ლარია არასდროს დასახელებულა. ზურაბ მელიქიშვილის შეკითხვას კი ასე უპასუხა:
“რაც შეეხება იმას, რა დაუტოვა ხადურმა ხადურს. როდესაც ფინანსთა მინისტრად დავინიშნე პირველად ერთი წლის და ერთი თვის წინ ბიუჯეტის ანგარიშზე იყო 200 მლ ლარი. დღეს ბიუჯეტის ანგარიშზე არის 2 88 მლ ლარი. ანუ უფრო მეტს ვუტოვებ ხადურს ვიდრე ხადურს დახვდა”, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.
თანხა 230 ლარი პენსია არასოდეს არ დასახელებულა. ითქვა, რომ პენსია იქნებოდა საარსებო მინიმუმის ტოლი და წელს 1 სექტემბრიდან პენსია უკვე არის 150 ლარი, ანუ საარსებო მინიმუმზე მეტი. გაგრძელდება სოციალური დახმარებები და მომავალ წლებში პენსიაც გაიზრდება. კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ თუმცა, ეს იქნება ძალიან მაღალი და ღირსეული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ დავიწყებთ საპენსიო რეფორმას, რათა ადამიანმა თავად შეძლოს საკუთარი, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა”, _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.