2003 წლის შემდეგ, ყოველ წელს, “ვარდების რევოლუციის” წლისთავი აღინიშნებოდა.
შარშან, საპარლამენტო არჩევნების გზით შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, პირველად “ვარდების რევოლუციის” 9 წლისთავმა ყოველგვარი პომეზურობის გარეშე ჩაიარა. მაშინდელი პრეზიდენტი და რევოლუციის ავტორი, მიხეილ სააკაშვილი, რევოლუციის მეცხრე წლისთავს ქუთაისში შეხვდა. ბაგრატის ტაძარში გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავ წირვას დაესწრო.
შარშანდლისგან განსხვავებით, წელს “ვარდების რევოლუციის” 10 წლისთავს პომპეზურად აღნიშნავენ. თუმცა, ღონისძიებას ორგანიზატორობას არასამთავრობო ორგანიზაციები გაუწევენ. პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” კი ჯერ არ გადაუწყვეტიათ რა სახით, ან საერთოდ შეუერთდებიან თუ არა რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
როგორც “გურია ნიუსს” პარტიის პრეს-სამსახურში განუცხადეს, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ და მსჯელობა მიმდინარეობს.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც “ვარდების რევოლუციის” 10 წლისთავის აღნიშვნას რიყის პარკში უზრუნველყოფენ, აცხადებენ, რომ 23 ნოემბრის აღსანიშნავად, საინიციატივო ჯგუფი ყვავილების, ნახატებისა და ფოტოგამოფენის ორგანიზებას გეგმავს. ასევე, დაგეგმილია სხვა სამოქალაქო აქტივობაც, რომელიც კონცერტით დასრულდება.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მალხაზ ფიროსმანაშილი ამბობს, რომ ჯგუფში ერთიანდებიან როგორც მუსიკოსები, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის “პროპარტია”, “პროფესიონალთა კლუბი”, “ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის”.
“ვთვლით, რომ “ვარდების რევოლუცია”, როგორც ისტორიული მოვლენა, იმსახურებს, რომ ეს თარიღი ყოველთვის აღინიშნებოდეს, რადგან ეს არის საერთო სახალხო მოვლენა. ის არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის კუთვნილება, ის ხალხს ეკუთვნის.
“ჩვენ მივმართეთ იმ მუსიკოსებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ 2003 წელს “ვარდების რევოლუციის”მომზადებასა და განვითარებაში. ის მუსიკოსები, ვინც თვლიან, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა საჭიროა და აუცილებელი, როგორც სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა, კონცერტს გამართავენ”, _ აღნიშნავს ფიროსმანიშვილი.
უცნობია თუ ვინ გაუწევს დაგეგმილ ღონისძიებებს ფინანსურ მხარდაჭერას. როგორც ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, ამ ეტაპისთვის მხოლოდ პირად სახსრებზე არიან დამოკიდებულნი.
“ვარდების რევოლუციის”10 წლისთავს, ცხადია, აღვნიშნავთ. ამ საღამოს ორგანიზატორობას არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ. ახლა იმაზე ვფიქრობთ, რა აჯობებს და როგორ აჯობებს. უბრალოდ ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ახლა ამ თანხების მოძიებაზე ვფიქრობთ. თბილისის მერია ვერაფერში დაგვეხმარება, ჩვენ ყველაფერს დამოუკიდებლად გავაკეთებთ”, _ აღნიშნავს კოალიცია “ევროპული საქართველოსთვის” ლიდერი ქეთი გაბიანი “გურია ნიუსთან” საუბრისას.
უნდა აღინიშნებოდეს თუ არა თარიღი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა, ამაზე ექსპერტებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ნაწილი მიიჩნევს, რომ აღსანიშნავი არაფერია, დანარჩენების აზრით კი მოვლენა ისტორიაში უნდა ფიქსირდებოდეს, აღნიშვნა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ იგი სახალხო დღესასწაულად, თარიღად, ჩაითვლება და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა და სუბიექტების პიარ-აქციად.
პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ რევოლუციამ, რომელმაც საქართველოს პრობლემები უფრო მეტი მოუტანა, ვიდრე რაიმე ღირსეული, არ შეიძლება დღესასწაულად მივიჩნიოთ.
“იმ რევოლუციის აღნიშვნა, რომელმაც სქართველოს პრობლემები უფრო მეტი მოუტანა, სასაცილოდ ჟღერს. “ვარდების რევოლუციამ” გვაჩვენა, თუ როგორ არ უნდა მართო ქვეყანა და იმედი ახალი მთავრობა სხვის შეცდომაზე ისწავლის.
აღნიშნონ თავიანთი პარტიის ოფისში, ამას არავინ დაუშლით, მაგრამ ის რომ ეს სახალხო ზეიმად აქციონ, არ დაუმსახურებიათ”, _ ამბობს შუბითიძე “გურია ნიუსრთან” საუბრისას.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი მიიჩნევს, რომ ვარდების რევოლუციის აღნიშვნა სხვა არაფერია, თუ არა კონკრეტული პარტიისა და პოლიტიკური სუბიექტების პრომოუშენი და იმ შემთხვევაში, თუ ეს თარიღი სახალხოდ უნდა აღინიშნოს, მასში მონაწილეობა უნდ მიიღოს ყველამ, ვინც 10 წლის წინ ამ პროცესებს ქმნიდა. მათ შორის, ახლა ნაცმოძრაობის ოპოზიციურმა ძალებმა რესპუბლიკელებმა და კონსერვატორებმაც.
“ზოგადად, ყველა რევოლუციის აღნიშვნის, რაც კი ისტორიას ახსოვს, წინაამღდეგი ვარ. ეს უახლოესი ისტორიის ამბავი იყო და შეიძლებოდა პირველ წლებში აღნიშვნები მოჰყოლოდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი ქმედებები ზემდეტობად მიმაჩნია. მით უემეტეს, რომ რევოლუცია მაინც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან და ფიგურებთანაა დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში რევოლუციის აღნიშვნა არის არა სახალხო ღონისძიება, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტებისთვის პრომოუშენი.
თუ გვინდა, რომ ეს თარიღი ვაქციოთ სახალხო დღესასწაულად, მაშინ მისთვის მიძღვნილ ღონისძიებებზე ნაცმოძრაობის გვერდით, იმ პერიოდში მათთან ერთად მებრძოლი კონსერვატორები, რესპუბლიკელები და დანარჩენებიც უნდა იყვნენ. ანუ, თუ ეს სახალხო პროცესია და საზოგადოებრივი თარიღი, მაშინ ამას ყველანი უნდა აღნიშნავდეს. მაგალითად, 9 მაისს ხომ აღნიშნავს ყველა ის ქვეყანა, რომელიც გერმანიის წინაამღდეგ იბრძოდა, მიუხედავად იმისა კომუნისტური პრტიის წევრები იყვნენ თუ არა?! მართალია მასშტაბებით გასნხავებული იყო, მაგრამ აი ესაა საკვანძო წერტილი.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც დაგეგმილ ღონისძიებებს უწევენ ორგანიზებას, ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არა დამოუკდიებელი სუბიექტები, არამედ ნცმოძრაობის სატელიტი საშუალებები არიან, რომლებიც გამღიზიანებულ ფაქტორს უფრო ქმნიან საზოგადოებაში. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ღონისძიებას კონტრღონისძიება მოჰყვეს და ის დისონანსის საგანი უფრო გახდეს, ვიდრე დღესასწაული”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას გამზარდია.
მისივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ივენთი უფროა. ასევე, “ქართული ონცების” მხარდამჭერთა წინაამღდეგ გალაშქრება.
“კარგად თუ დავაკვირდებით საქართელოში 1989 წლის შემდეგ პერიოდში არცერთი საკვანძო მოვლენის მიმართ საზოგადოებასა და სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია არ გააჩნია. გადის დრო, პოზიციურში ენგტიურს ხედავენ, ამიტომაც კონრკეტულ პოზიციაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ, ვერ ვაძველთ კვალიფიკაციას. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ “ვარდების რევოლუციის” თარიღის ფიქსირება აუცილებელია, მაგრამ სანამ საბოლო შეფასებები, დასკვნები და შეჯერება არ მოხდება, მანამ აღნიშვნები საჭირო არაა. თანაც, ცოტა კურიოზული ფაქტია რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია ლოკალური იყოს და რევოლუციის აღნიშვნა პოპეზური”, _ ამბობს გამზარდია.