ის რამდენიმე დღეა ოზურგეთის სავაჭრო ცენტრის “მოდერნის” დირექტორად დაინიშნა. ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში თავად ირინა ინარიძემ დაგვიდასტურა.
“მოდერნის” მეპატრონე მერაბ ვასაძე ჩემი უახლოესი მეგობარია, შემომთავაზა ეს ადგილი და დავინიშნე დირექტორად. როგორც ჩანს, საჯარო სამსხაურში ჩემნაირები არ სჭირდებათ,” _ გვითხრა ირინა ინარიძემ.
ირინა ინარიძე ოზურგეთს #2 საჯარო სკოლის დირექტორი იყო, შემდეგ ის ოზურგეთის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსად მუშაობდა.
აღნიშნული თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც ამ პოსტზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი კონკურსის შემდეგ ლელა იმედაშვილი დაინიშნა.