“ამ რთული მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება მოახერხებს ევროპასთან მოლაპარაკებას, რომ მან შეძლოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა”, _ აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე დღეა მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ევროპულ კურსს ითხოვს. პროტესტი უკრაინის ხელისუფლების მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე შესაძლო უარის თქმამ გამოიწვია.

































































