ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უშიშრობეის საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელებენ. საკითხი მოგვიანებით პლენარულ სხდომაზე გავა. ამის შემდეგ დღის წესრიგში, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგება.
“დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტმა იმსჯელა ქალბატონი ირინა იმერლიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე.გამომდინარე იქედან რომ იგი უკვე დანიშნულია, უშიშროების საბჭოს მდივნად. პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას იკავებს, ამ საფუძვლით მას შეუწყდება უფლებამოსილება.ეს საკითხი განსახილველად გავა ბიუროზე. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის საკითხს ამ პოსტზე უმრავლესობა ჩემს კანდიდატურას განიხილავს”, _ განაცხადა უმრავლესობის დეპუტტამა გიორგი კახიანმა.
როგორც ცნობილია ირინე იმერლიშვილს პარლამნეტში სიის მიხედვით, სპორტსმენი მურთაზ ხურცილავა ჩაანაცვლებს.



































































