“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
აქამდე მოქმედი კანონით, ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის და გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა იწვევდა ჯარიმას 3 ლარის ოდენობით.